ერთა ლიგაზე ეროვნული ნაკრებების მეტოქეების ვინაობა გაირკვა

ერთა ლიგაზე ეროვნული ნაკრებების მეტოქეების ვინაობა გაირკვა

1748833
ერთა ლიგაზე ეროვნული ნაკრებების მეტოქეების ვინაობა გაირკვა

გუშინ, შვეიცარიის ქალაქ ნიონში გამართულ წილისყრაზე ერთა ლიგაზე თურქეთის ეროვნული ნაკრების მეტოქეები გაირკვა - თურქეთის ნაკრები C ლიგის პირველ ჯგუფში  ლუქსემბურგს, ლიეტუვას და ფარერებს დაუპირისპირდება. მეორეს მხრივ, ევროპაში ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდ-19) შემთხვევების მზარდი რაოდენობის გამო, ცერემონიას ეროვნული ფედერაციების წარმომადგენლები არ ესწრებოდნენ.

გუნდები ლიგებსა და ჯგუფებში ასე განაწილდნენ:

A ლიგა

I ჯგუფი: საფრანგეთი, დანია, ხორვატია, ავსტრია

II ჯგუფი: ესპანეთი, პორტუგალია, შვეიცარია, ჩეხეთი

III ჯგუფი: იტალია, გერმანია, ინგლისი, უნგრეთი

IV ჯგუფი: ბელგია, ნიდერლანდები, პოლონეთი, უელსი

B ლიგა

I ჯგუფი: უკრაინა, შოტლანდია, ირლანდია, სომხეთი

II ჯგუფი: ისლანდია, რუსეთი, ისრაელი, ალბანეთი

III ჯგუფი: ბოსნია, ფინეთი, რუმინეთი, მონტენეგრო

IV ჯგუფი: შვედეთი, ნორვეგია, სერბეთი, სლოვენია

C ლიგა

I ჯგუფი: თურქეთი, ლუქსემბურგი, ლიეტუვა, ფარერები

II ჯგუფი: ჩრდილოეთ ირლანდია, საბერძნეთი, კოსოვო, კვიპროსი/ესტონეთი

III ჯგუფი: სლოვაკეთი, ბელარუსი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი/მოლდოვა

IV ჯგუფი: ბულგარეთი, ჩრდილოეთ მაკედონია, საქართველო, გიბრალტარი

D ლიგა

I ჯგუფი: ლიხტენშტაინი, ყაზახეთი/მოლდოვა, ანდორა, ლატვია

II ჯგუფი: მალტა, კვიპროსი/ესტონეთი, სან-მარინო

ტურნირზე ჯგუფური ეტაპის 4 ტური მომავალი წლის ივნისში ჩატარდება, ხოლო 2 - სექტემბერში. ჯგუფში გამარჯვების შემთხვევაში საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის გამსვლელ ნახევარფინალს 2023 წლის 14 ან 15 ივნისს, მასში წარმატების შემთხვევაში კი ფინალს 18 ივნისს ჩაატარებს.


საკვანძო სიტყვები: #წილისყრა , #ერთა ლიგა , #უეფა

მსგავსი ინფორმაციები