გალათასარაიმ მარსელი 4-2 დაამარცხა
გალათასარაიმ მარსელი 4-2 დაამარცხა
1739070

გუშინ, UEFA-ს ევროპის ლიგის ჯგუფური მეხუთე ტურის მატჩები გაიმართა. თურქეთის წარმომადგენლი გალათასარაი, რომელიც E ჯგუფში ასპარეზობს, საფრანგეთის კლუბ, მარსელს მასპინძლობდა. მატჩი, რომელიც სტამბოლში, ნეფ სტადიონზე გაიმართა, 4-2 მასპინძლების გამარჯვებით დასრულდა. დღემდე გამართული მატჩების შედეგებით გალათასარაის ჯგუფში 11 ქულა აქვს და ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს, ხოლო საფრანგეთის წარმომადგენელ მარსელს 4 ქულა აქვს.
მეორეს მხრივ, გუშინდელი შედეგებით, გალათასარაიმ ჯგუფიდან გასვლა გაინაღდა.