გალათასარაი-ლოკომოტივ მოსკოვის მატჩი ფრედ დასრულდა
გალათასარაი-ლოკომოტივ მოსკოვის მატჩი ფრედ დასრულდა
1729632

გუშინ, UEFA-ს ევროპის ლიგის ჯგუფური მეოთხე ტურის მატჩები გაიმართა. თურქეთის წარმომადგენლი გალათასარაი, რომელიც E ჯგუფში ასპარეზობს, რუსეთის ლოკომოტივ მოსკოვს მასპინძლობდა. მატჩი, რომელიც სტამბოლში, ნეფ სტადიონზე გაიმართა, ფრედ 1-1 დასრულდა. დღემდე გამართული მატჩების შედეგებით გალათასარაის ჯგუფში 8 ქულა აქვს და ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს, ხოლო რუსეთის წარმომადგენელი ლოკომოტივ მოსკოვი 2 ქულით ბოლო ადგილზეა.