მსოფლიო ლეგენდარულ ფეხბურთელს გლოვობს

75 წლის გერდ მიულერი გარდაიცვალა

1691863
მსოფლიო ლეგენდარულ ფეხბურთელს გლოვობს

გერმანული და მსოფლიო ფეხბურთის ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი ფეხბურთელი, მიუნხენის "ბაიერნის" ლეგენდარული თავდამსხმელი გერდ მიულერი, რომელიც ბოლო წლებში  ალცჰეიმერის დაავადებით მკურნალობდა, 75 წლის ასაკში გარდაიცვალა. მან 1964 წლიდან დაწყებული, 16 სეზონი ითამაშა მიუნხენის ბაიერნში. მიულერმა, ბუნდესლიგის 607 მატჩში 566 გოლით ლიგის რეკორდი მოხსნა. მან ლიგის 4 ჩემპიონობა მოიპოვა, გერმანიის 1 თასის, 3-ჯერ ჩემპიონთა თასის და უეფას 1 თასის მფლობელიც გახდა. ლეგენდარულმა ფეხბურთელმა 17-ჯერ დაიმსახურა საუკეთესო ბომბარდირის სახელი, ხოლო ერთხელ კი, ოქროს ბურთს დაეუფლა. მიულერმა 1970 წელს მსოფლიო ჩემპიონატზე 10 გოლი გაიტანა და საუკეთესო ბომბარდირი გახდა, ხოლო 1974 წელს მსოფლიო ჩემპიონის სახელიც მოიპოვა



მსგავსი ინფორმაციები