ტოკიოს ოლიმპიადა რისკის ქვეშაა

კორონავირუსი დაუდასტურდა 71 კაცს

1678221
ტოკიოს ოლიმპიადა რისკის ქვეშაა

მსოფლიო ზაფხულის ოლიმპიადის, ტოკიო 2020-ის საორგანიზაციო კომიტეტის აღმასრულებელმა დირექტორმა ტოშირო მუტომ განაცხადა, რომ ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევები გაიზარდა, ამიტომ ყოველთვის არის თამაშის გაუქმების რისკი, რომელიც სტარტს აიღებს პარასკევს, 23 ივლისს. მუტომ, რომელმაც პრესკონფერენცია გამართა ტოკიოში, პრესის წარმომადგენლის კითხვას: "კოვიდ-19-ის შემთხვევების გამო შეიძლება თუ არა  თამაშები ბოლო წუთს გაუქმდეს?", ასეთი პასუხი გასცა: "ყველა შესაძლებლობა მაგიდაზეა. თუ შემთხვევები მოულოდნელად გაიზარდა, ჩვენ განვაგრძობთ დისკუსიებს, საჭიროების შემთხვევაში, შევხვდებით ხელისუფლების წარმომადგენლებსაც. წინასწარ ვერ ვიტყვით, თუ რა რაოდენობით გავრცელდება კორონავირუსის შემთხვევები, ამიტომ, შემთხვევების მოულოდნელად გაზრდისას, გავაგრძელებთ მოლაპარაკებებს. ამ ეტაპზე, ვირუსის შემთხვევები შეიძლება გაიზარდოს კიდეც, შეიძლება შემცირდეს კიდეც. ჩვენ ვიფიქრებთ იმაზე, თუ რა უნდა გავაკეთოთ და რა გადაწყვეტილება მივიღოთ." ტოკიო 2020-ის საორგანიზაციო კომიტეტმა გამოაცხადა, რომ თამაშების დაწყებამდე ვირუსით დაინფიცირდა 71 ადამიანი, რომლებიც სპორტსმენებისგან, ოფიციალური პირებისა და მოხალისეებისგან შედგება. ამ საკითხთან დაკავშირებით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) გენერალურმა დირექტორმა თედროს ადანომ ღებრეიზუსმა თქვა, რომ ტოკიოს ოლიმპიადაზე კოვიდ-19-ის რისკის ნულზე დაყვანა შეუძლებელია. ”წარმატების მთავარი ნიშანია ნებისმიერი შემთხვევის რაც შეიძლება სწრაფად გამოვლენა, იზოლირება, მონიტორინგი და მკურნალობა. ეს ხელს შეუშლის ვირუსის შემდგომ გავრცელებას,” აღნიშნა ღებრეიზუსმა



მსგავსი ინფორმაციები