უეფას თასზე ხვალ მერვედფინალური მატჩები გაიმართება
საპასუხო თამაშები 18 მარტს შესდგება
1598414

უეფას ევროპის ლიგაში ხვალ მერვედფინალური ტურის 8 მატჩი გაიმართება. კლუბები, რომლებიც მეოთხედფინალში გავლენ, განისაზღვრება განმეორებითი შეხვედრის ბოლოს, რომელიც ხუთშაბათს, 18 მარტს გაიმართება. ხვალინდელი, პირველი თამაშების გრაფიკი კი ასეთია:
მანჩესტერ იუნაიტედი (ინგლისი) - მილანი (იტალია)
კიევის დინამო (უკრაინა) - ვილიარეალი (ესპანეთი)
აიაქსი (ნიდერლანდები) - იანგ ბოისი (შვეიცარია)
სლავია პრაღა (ჩეხეთი) - რეინჯერსი (შოტლანდია)
ოლიმპიაკოსი (საბერძნეთი) - არსენალი (ინგლისი)
გრანადა (ესპანეთი) - მოლდე (ნორვეგია)
ტოტენჰემი (ინგლისი) - ზაგრების დინამო (ხორვატია)
რომი (იტალია) - დონეცკის შახტარი (უკრაინა)