კანადელი მთასვლელი უილ გედი კიდევ ერთხელ ავიდა კილიმანჯაროს მთაზე

გედს სურდა კიდევ ერთხელ ასულიყო მწვერვალამდე, სანამ იგი გლობალური დათბობის შედეგად გადნება

1488960
კანადელი მთასვლელი უილ გედი კიდევ ერთხელ ავიდა კილიმანჯაროს მთაზე

კანადელმა მთამსვლელმა უილ გედმა კიდევ ერთხელ მოახერხა აფრიკაში მყინვარებით დაფარულ მთა კილიმანჯაროს მწვერვალზე ასვლა.

გედს, რომელიც პირველად 2014 წელს ავიდა კილიმანჯაროს მთაზე, სურდა კიდევ ერთხელ ასულიყო მწვერვალამდე, სანამ იგი გლობალური დათბობის შედეგად გადნება.

მას ასევე უნდოდა პირადად ენახა კლიმატის ცვლილების გავლენები.

გაირკვა, რომ 2014 წლიდან ყინულის მასების თითქმის 70 პროცენტი გადნა.

კანადელმა მთამსვლელმა ყურადღება გაამახვილა გლობალური დათბობის შემაშფოთებელ მასშტაბებზე, რადგან ნახა, რომ დიდი მყინვარების მაგიერ მხოლოდ თხელი ზედაპირია დარჩენილი.


საკვანძო სიტყვები: #კილიმანჯარო , #უილ გედი , #მთასვლელი

მსგავსი ინფორმაციები