თურქეთში საფეხბურთო ლიგების განახლების თარიღი ცნობილი გახდა

თურქეთის ლიგებში დარჩენილი მატჩები უმაყურებლოდ გაიმართება

1412073
თურქეთში საფეხბურთო ლიგების განახლების თარიღი ცნობილი გახდა

როგორც მოგეხსენებათ, ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდ-19) გამო მრავალ ქვეყანაში ლიგები შეჩერდა, მათ შორის თურქეთშიც. თურქეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ნიჰათ ოზდემირმა დღეს გამართული პრესკონფერენციის დროა აღნიშნა, რომ  კოვიდ-19-ის გამო შეჩერებული ლიგები, 12-13-14 ივნისს ამოქმედდება და ლიგების დასრულებას, თამაშებით,  ივლისის თვეში გეგმავენ. მისივე თქმით, ლიგებში დარჩენილი მატჩები უმაყურებლოდ გაიმართება.



მსგავსი ინფორმაციები