ტრაბზონსპორი და მალათიასპორი დღეს პლეი-ოფში გასვლას შეეცდებიან

ტრაბზონსპორ-სპარტა პრაღის მატჩი მედიკალ პარკის სტადიონზე თურქეთის დროით 20:30 საათზე დაიწყება

1252641
ტრაბზონსპორი და მალათიასპორი დღეს პლეი-ოფში გასვლას შეეცდებიან

დღეს, UEFA  ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო საპასუხო  მატჩების ფარგლებში თურქეთის წარმომადგენლები,  ტრაბზონსპორი და მალათიასპორი  პლეი-ოფში გასვლას შეეცდებიან. ტრაბზონსპორი საკუთარ სტადიონზე,  ჩეხეთის რესპუბლიკის კლუბ სპარტა პრაღას უმასპინძლებს. ამ ორ კლუბს შორის გამართული პირველი შეხვედრა ფრედ 2-2 დასრულდა. ტრაბზონსპორ-სპარტა პრაღის მატჩი მედიკალ პარკის სტადიონზე თურქეთის დროით 20:30 საათზე დაიწყება. მეორეს მხრივ ასევე თურქეთის წარმომადგენელი მალათიასპორი დღეს საკუთარ სტადიონზე სერბეთის კლუბ პარტიზანს უმასპინძლებს. ამ ორ კლუბს შორის გამართული პირველი მატჩი 3-1 პარტიზანის გამარჯვებით დასრულდა.  მალათიასპორ-პარტიზანის მატჩი თურქეთის დროით 20:00 საათზე იწყება და   TRT SPOR-ის არხზე პირდაპირ ეთერში გაშუქდება.



მსგავსი ინფორმაციები