ანტიგუასა და ბარბადოსში მიმდინარე იახტსმენთა მსოფლიო  ჩემპიონატი დასრულდა

არიქანმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

1236480
ანტიგუასა და ბარბადოსში მიმდინარე იახტსმენთა მსოფლიო  ჩემპიონატი დასრულდა

 

თურქეთის ეროვნული ნაკრების იახტსმენმა ოკიანუს არიქანმა, ანტიგუასა და ბარბადოსში დასრულებულ იახტსმენთა მსოფლიო  ჩემპიონატზე მესამე ადგილი დაიკავა და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა, რაც თურქეთის იახტსმენთა ისტორიაში ყველაზე დიდი წარმატებაა. ეს ჩემპიონატი 6-16 ივლისს მიმდინარეობდა და მასში 65 ქვეყნის 255 სპორტსმენი მონაწილეობდა. თურქმა იახტსმენმა ქალმა 232 ქულა მოაგროვა და ასე გავიდა მესამე ადგილზე. მამაკაცებში, ზოგად კატეგორიაში თურქეთის ნაკრებს ჯან ერთურქი წარადგენდა და 12 შეჯიბრის ბოლოს, მან 96 ქულა მოაგროვა და მეოთხე ადგილი დაიკავა



მსგავსი ინფორმაციები