„იუვენტუსმა“ თურქი ფეხბურთელი მერიჰ დემირალი დაიმატა

იუვენტუსმა 21 წლის  თურქ ფეხბურთელთან 5-წლიანი კონტრაქტი გაფორმდა

1231169
„იუვენტუსმა“ თურქი ფეხბურთელი მერიჰ დემირალი დაიმატა

იტალიის მოქმედმა ჩემპიონმა ტურინის „იუვენტუსმა“  თურქეთის  ეროვნული ნაკრების მცველი მერიჰ დემირალი დაიმატა. იუვენტუსის ვებგვერდზე გავრცელებული ინფორმაციით,  21 წლის  თურქ ფეხბურთელთან 5-წლიანი კონტრაქტი გაფორმდა. მერიჰ დემირალი ბოლოს „სასუოლოში“  თამაშობდა, რომელმაც ტრანსფერის სანაცვლოდ 18 მილიონი ევრო მიიღო. მანამდე კი ნიჭიერი თურქი ცენტრალური მცველი თურქულ კლუბ „ალანიასპორის“  წევრი იყო.   სასუოლოში  დემირალი მიმდინარე წლის იანვარში ჩაერთო  და 14 შეხვედრაში 2 გოლიც  გაიტანა.



მსგავსი ინფორმაციები