ჩემპიონი ლივერპული გახდა
უეფას სუპერთასის მატჩი სტამბოლში 14 აგვისტოს გაიმართება
1212637
გუშინ, ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში, UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის 2018-2019 წლის სეზონის ფინალში ერთმანეთს ორი ინგლისური კლუბი, ლივერპული და ტოტენჰემი დაუპირისპირდა. მატჩში „ლივერპულმა“ 2-0 სძლია „ტოტენჰემს“ და მეექვსედ მოიგო ეს ტურნირი. გოლები: მეორე წუთზე მუჰამედ სლაჰმა პენალტიდან, ხოლოო 88-ე წუთზე ორიგიმ გაიტანეს. რაც შეეხება 2018-2019 წლის სეზონის უეფას სუპერთასს, ლივერპულსა და ჩელსის შორის გამარჯვებული დაეუფლება. მატჩი 14 აგვისტოს სტამბოლში გაიმართება.