სეზონის ბოლო დერბი მატჩი „ტრაბზონსპორი“-ს გამარჯვებით დასრულდა
ტრაბზონსპორმა ბეშიქთაში 2-1 დაამარცხა
1203783
თურქეთის სუპერლიგაში 33-ე ტურის მატჩების ფარგლებში, 2018-2019 წლის სეზონის ბოლო დერბი მატჩი გუშინ ტრაპიზონში, ტრაბზონსპორ-ბეშიქთაშს შორის გაიმართა. მატჩი, ტრაბზონსპორის გამარჯვებით ანგარიშით 2-1 დასრულდა. ტრაბზონსპორის გოლები 53-ე წუთზე ფილიპ ნოვაკმა და 77-ე წუთზე იუსუფ იაზიჯიმ გაიტანეს. ხოლო ბეშიქთაშის ერთადერთი გოლი 74-ე წუთზე შინჯი კაგავამ გაიტანა. გუშინდელი შედეგების მიხედვით ტრაბზონსპორი 60 ქულით მეოთხე ადგილზეა, ხოლო ბეშიქთაში 62 ქულით მესამე. თურქეთის სუპერლიგაში 2018-2019 წლის სეზონის დასასრულებლად ერთი კვირა დარჩა.