ძიუდოში ევროპის თასზე მეორე ადგილი საქართველომ დაიკავა

თურქეთის ეროვნულმა ნაკრებმა გუნდურ ჩათვლაში 23 მედლით პირველი ადგილი დაიკავა

1156612
ძიუდოში ევროპის თასზე მეორე ადგილი საქართველომ დაიკავა

რიგით 26-ე ნაზიმ ჯანჯას სახელობის 18-წლამდელთა ძიუდოში ევროპის თასზე თურქეთის ეროვნულმა ნაკრებმა გუნდურ ჩათვლაში 23 მედლით პირველი ადგილი დაიკავა.  

ევროპის თასზე თურქეთის ნაკრებმა 8 ოქროს, 6 ვერცხლისა და 9 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

3 ოქროს, 4 ვერცხლისა და 5 ბრინჯაოს მედლით გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილი საქართველომ, 2 ოქროს, 2 ვერცხლისა და 7 ბრინჯაოს მედლით კი მესამე ადგილი რუსეთმა დაიკავეს.


საკვანძო სიტყვები: #ძიუდო , #ევროპის თასი

მსგავსი ინფორმაციები