მესიმ ოქროს ბუცის ჯილდო მეხუთედ მიიღო

მესიმ 2017-2018 წლების სეზონში ლა ლიგაში 34 გოლი გაიტანა

1109824
მესიმ ოქროს ბუცის ჯილდო მეხუთედ მიიღო

კატალონიის „ბარსელონა“-სა და არგენტინის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა, ლიონელ მესიმ, ოქროს ბუცი  მეხუთეთ ჩაიბარა. 2017-2018 წლების სეზონში 31 წლის არგენტინელმა ფეხბურთის ვარსკვლავმა ესპანეთის ლა ლიგაში 34 გოლი გაიტანა და ევროპის წამყვანი ჩემპიონატების მასშტაბით საუკეთესო შედეგი დააფიქსირა. ბარსელონაში გამართულ დაჯილდოების ცერემონიალზე სიტყვით გამოსულმა მესიმ განაცხადა: „მაშინ როდესაც ფეხბურთი დავიწყე, ამათზე საერთოდ არ ვფიქრობდი. ჩემი ერთადერთი მიზანი პროფესიონალი ფეხბურთელის გახდომა და წარმატებების მიღწევა გახლდათ. მსოფლიოში საუკეთესო გუნდში ვთამაშობ. მაშინ როდესაც სტადიონზე  შენთან ერთად მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელები თამაშობენ, ასეთი ჯილდოების მოპოვება უფრო ადვილია. ჩემთვის ფეხბურთი დიდი სიამოვნებაა.“



მსგავსი ინფორმაციები