უეფას თასი 2018-2019

გუშინ ჯგუფებში ბოლოსწინა ტური შედგა

1098008
უეფას თასი 2018-2019

 

უეფას ევროპის ლიგაში მოთამაშე სამივე თურქულ კლუბს გუშინ საღამოს თამაშები ჰქონდათ.

დ ჯგუფში მოთამაშე სტამბოლის ფენერბახჩეს სტუმრად ჰყავდა ხორვატიის ზაგრების დინამო და ეს შეხვედრა ფრედ, 0:0 დასრულდა რა, თურქულ კლუბს 8 ქულა გაუხდა და 13 ქულის მქონე ზაგრებთან ერთად მომდევნო ტურში გასვლა გაინაღდა. ჯგუფის ბოლო მატჩს ფენერი ტრნავას სპარტაკთან გამართავს.

ი ჯგუფში მოთამაშე სტამბოლის ბეშიქთაშს გასვლითი მატჩი ჰქონდა ნორვეგიის სარსპორგთან და იგი 3:2 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ მატჩის პირველ ნახევარში ბეშიქთაში 0:2 აგებდა და მეორე ნახევარში შესძლო რა სამი გოლის გატანა და გამარჯვების მოპოვება, ამით ქულათა რაოდენობა შვიდამდე გაზარდა და მეორე ადგილზე გადაინაცვლა. მომდევნო ტურში გადასვლისათვის ბეშიქთაშს ჯგუფის ბოლო შეხვედრაში გამარჯვება მართებს.

უეფას თასზე თურქეთის მესამე წარმომადგენელს, კ ჯგუფში მოთამაშე აქჰისარსპორს გასვლით მატჩი ჰქონდა რუსეთის კრასნოდართან და 2:1 დამარცხდა რა, დაკარგა მომდევნო ტურში გასვლის შანსი



მსგავსი ინფორმაციები