წყალქვეშა რაგბის მსოფლიო ჩემპიონი თურქეთის ნაკრები გახდა

21 წლამდელთა წყალქვეშა რაგბის მსოფლიო ჩემპიონატზე თურქეთის ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა ოქროს მედალი მოიპოვა

1090530
წყალქვეშა რაგბის მსოფლიო ჩემპიონი თურქეთის ნაკრები გახდა

გერმანიაში, 21 წლამდელთა წყალქვეშა რაგბის მსოფლიო ჩემპიონატზე თურქეთის ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა ოქროს მედალი მოიპოვა.

თურქეთის ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა ფინალურ მატჩში კოლუმბია 1-0 დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონი გახდა.

მესამე ადგილისათვის ბრძოლაში კი გერმანიამ ნორვეგიას 1-0 მოუგო და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

ჩემპიონატზე მოასპარეზე თურქეთის მამაკაცთა ეროვნული ნაკრები კი მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ნორვეგიას შეხვდა და იგი 4-1 დაამარცხა.  

მამაკაცებს შორის ფინალური შეხვედრა კოლუმბიისა და გერმანიის ნაკრებებს შორის ჩატარდა რომლის გამარჯვებულიც ანგარიშით 2-1 კოლუმბია გახდა.



მსგავსი ინფორმაციები