ერდოღანი: „EURO 2024-ის მასპინძლობისთვის თურქეთმა ყველა პირობა შეასრულა“

"ევრო-2024“-ის მასპინძელი ქვეყნის ვინაობა ხვალ გახდება ცნობილი

1057257
ერდოღანი: „EURO 2024-ის მასპინძლობისთვის თურქეთმა ყველა პირობა შეასრულა“

თურქეთის პრეზიდენტ, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ „ევრო-2024“-ის მასპინძლობისათვის, თურქეთმა ყველა პირობა შეასრულა და ხვალ მისაღებ გადაწყვეტილებაში, სამართლიან შეფასებას ელიან. მან ამის შესახებ გერმანულ მედიასაშუალებისთვის მიცემულ ინტერვიუს დროს განაცხადა. მისი თქმით,  თურქეთის ეკონომიკის შესახებ გავრცელებული ინფორმაციები სიმართლეს არ შეესაბამება. „თურქეთი ტურიზმის სფეროში ისედაც მნიშვნელოვანი წარმატების მიმღწევი ქვეყანაა. ევროპის ჩემპიონატზე სტადიონების შევსების და რეკლამების მიღებასთან დაკავშირებით ვერანაირ ეჭვს ვერ ვხედავ. თითქმის ყველა დიდ ქალაქში ევროპის ქვეყნებში არსებული სტადიონების მსგავსი სტადიონები ჩვენც ავაშენეთ. იმ შემთხვევაში თუ, UEFA ამ ყველაფერს ობიექტურად შეაფასებს თვითონაც დაინახავს. თურქეთის 55 აეროპორტიდან ქალაქების ცენტრში გადაადგილება სწრაფი მატარებლით  არის შესაძლებელი. ჩვენს ქვეყანაში ყოველწლიურად 40 მილიონი ტურისტი ერთი ადგილიდან მეორე ადგილზე უპრობლემოდ გადაადგილება. გერმანიამ დღემდე ორ მსოფლიო და ერთ ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლა. ახლა კი დროა მსგავსი ორგანიზაციის მასპინძლობის შესაძლებლობა თურქეთს გადაეცეს,“ განაცხადა ერდოღანმა. თურქეთის პრეზიდენტს ინტერვიუს დროს  ჟურნალისტებმა მესუთ ოზილის, ილქაი გუნდოღანის და ჯენკ თოსუნის  ლონდონში მასთან  ერთად გადაღებული სურათის  შესახებაც ჰკითხეს რაზეც ასეთი პასუხი გასცა: „როგორც მოგეხსენებათ, ლოთარ ჰერბერტ მათეუსმაც გადაიღო რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინთან სურათი. ჩემის აზრით ფეხბურთელებს უფრო თავისუფლად მოქმედების საშუალება უნდა ჰქონდეთ და მსგავსი საკითხების შესახებ კამათი საერთოდ არ უნდა ხდებოდეს. მე, მესუთს  ინგლისში პირველად არ შევხვედრილვარ, სხვადასხვა ღონისძიებების ფარგლებში ხშირად მქონია მასთან შეხვედრა,  როგორც სხვა თურქული წარმომავლობის მოქალაქეებთან. ანალოგიური შეიძლება მოხდეს გერმანელი ფეხბურთელის მიმართაც, რომელიც ჩვენს ქვეყანაში შეიძლება თამაშობდეს და ანგელა მერკელს შეხვდეს რა, ამით ჩვენ მას ხომ არ ჩავქოლავთ.“

შეგახსენებთ, რომ ერდოღანი 27-29 სექტემბერს ოფიციალური ვიზიტით გერმანიას ეწვევა.  



მსგავსი ინფორმაციები