დღეს ევროპა ლიგის 2018-19 წლების სეზონის პირველი მატჩები გაიმართება

დღეს ევროპა ლიგის 2018-19 წლების სეზონის პირველი მატჩები გაიმართება

1053236
დღეს ევროპა ლიგის 2018-19 წლების სეზონის პირველი მატჩები  გაიმართება
00014748952.jpg
00014747549.jpg
00014747934.jpg

UEFA-ს, ევროპა ლიგის 2018-19 წლების სეზონის პირველი მატჩები დღეს გაიმართება. თურქეთიდან ევროპა ლიგაში სამი კლუბი, ფენერბახჩე, ბეშიქთაში და აქჰისარსპორი ასპარეზობენ. ევროპა ლიგაში მონაწილე  ფენერბახჩე, რომელიც D ჯგუფში ასპარეზობს, დღეს  პირველ მატჩს ხორვატიის დინამო ზაგრებთან  გამართავს. ზაგრებში მაქსიმირის სტადიონზე გასამართი მატჩი, თურქეთის დროით 22:00 საათზე დაიწყება. თურქეთის მეორე წარმომადგენელი ბეშიქთაში, რომელიც I ჯგუფში ასპარეზობს, ნორვეგიის საპსბორგს უმასპინძლებს. სტამბოლში ვოდაფონ პარკის სტადიონზე გასამართი მატჩი, ადგილობრივი დროით 19:55 წუთზე დაიწყება. თურქეთის მესამე წარმომადგენელი აქჰისარსპორი, რომელიც J ჯგუფში ასპარეზობს, რუსულ კლუბ, კრასნოდარს მასპინძლობს. სპორ ტოტო  აქჰისარის სტადიონზე გასამართი მატჩი, თურქეთის დროით 19:55 წუთზე დაიწყება.



მსგავსი ინფორმაციები