ყველა ნახევარფინალისტი ცნობილი გახდა

ნახევარფინალები 10 და 11 ივლისს გაიმართება

1008058
ყველა ნახევარფინალისტი ცნობილი გახდა

რუსეთში მიმდინარე 2018 წლის FIFA-ს მსოფლიოს ჩემპიონატზე ბოლო მეოთხედფინალის მატჩები გუშინ გაიმართა რა, ამით ყველა ნახევარფინალისტიც ცნობილი გახდა. გუშინდელი მეოთხედფინალური მატჩებიდან შვედეთ-ინგლისის მატჩი 0-2 ინგლისის სასარგებლოდ დასრულდა რა, ნახევარფინალშიც ინგლისი გავიდა. დღის მეორე მატჩი კი ქალაქ სოჭში, რუსეთ-ხორვატიას შორის გაიმართა. მატჩის 90 წუთი ფრედ 1-1 დასრულდა ხოლო დამატებითი დრო ისევ ფრედ 2-2 დასრულდა რა, ამ ორ გუნდს შორის ნახევარფინალისტი პენალტებით გამოვლინდა. პენალტებში კი ხორვატიამ რუსეთი 4-3 დაამარცხა. მაშ ასე, ორივე ნახევარფინალური წყვილი გაირკვა: ნახევარფინალური მატჩები  საფრანგეთი-ბელგია 10 ხოლო, ინგლისი-ხორვატია 11 ივლისს გაიმართება.



მსგავსი ინფორმაციები