პოლ პოგბამ ქააბადან ფანებს მიმართა

მისი ვიდეომიმართვა 3,5 მილიონჯერ იქნა ნანახი

976601
პოლ პოგბამ ქააბადან ფანებს მიმართა
pgb22.jpg

ინგლისი პრემიერლიგის კლუბებიდან მანჩესტერ იუნაიტედში მოთამაშე პოლ პოგბამ მუსლიმანებისთვის წმინდა ადგილ,  ქააბაში ჩავიდა და უმრე შეასრულა,  ე.ი. მოინახულა და ეზიარა წმინდა რელიგიურ ადგილებს. ფრანგმა ფეხბურთელმა ქააბადან სოციალურ ქსელ Instagram-ის მეშვეობით საკუთარ ფანებს ვიდეო გაუზიარა, რომელშიც იგი აცხადებს: „მხოლოდ აქ ჩამომსვლელებს შეუძლიათ იგრძნონ ის, რასაც მე ვგრძნობ. თუ თქვენ აქაურობა არ გინახიათ, ერთ დღეს აუცილებლად მოინახულეთ. შესანიშნავი ადგილია. ჩემს გრძნობებს ვერ აღვწერ.  ღმერთის წყალობით ერთ დროს თქვენც ჩამოხვალთ აქ“.  პოგბას მიერ გაზიარებულმა ვიდეომ სოციალურ ქსელში დიდ გამოხმაურება მოიპოვა. იგი 3,5 მილიონჯერ იქნა ნანახი და ასევე  ვიდეოს  37 ათასი კომენტარი დაუწერეს.  



მსგავსი ინფორმაციები