ევროპის ჩემპიონატი ტაეკვანდოში

თურქმა სპორტსმენმა 46 კილოგრამი წონით კატეგორიაში ოქროს მედალი მოიპოვა

968713
ევროპის ჩემპიონატი ტაეკვანდოში

თურქმა სპორტსმენმა რუკიე ილდირიმმა ტაეკვანდოში ევროპის ჩემპიონატზე 46 კილოგრამი წონით კატეგორიაში ოქროს მედალი მოიპოვა. რუკიე ილდირიმმა ფინალში ჰოლანდიელი მეტოქე დინა პოურინესი 28-10 დაამარცხა და ჩემპიონი გახდა.

ტაეკვანდოს ევროპის ფედერაციის მიერ ორგანიზებული ევროპის ჩემპიონატი ტაეკვანდოში 10-დან 13 მაისამდე რუსეთის ქალაქ ყაზანში ტარდება და მასში 45 ქვეყნიდან 363 სპორტსმენი იღებს მონაწილეობას.  

თურქეთიდან ჩემპიონატში 22 სპორტსმენი მონაწილეობს.

რუკიე ილდირიმს გამარჯვება პრეზიდენტმა რ. თ. ერდოღანმაც მიულოცა.


საკვანძო სიტყვები: #ტაეკვანდო , #ევროპის ჩემპიონატი

მსგავსი ინფორმაციები