თურქეთის ეროვნულმა ნაკრებმა სოფიის ღია ტურნირზე ტაეკვანდოში მესამე ადგილი დაიკავა

ტაეკვანდოში სოფიის ღია ტურნირზე თურქმა სპორტსმენებმა 4 ოქროს და 1 ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს

922885
თურქეთის ეროვნულმა ნაკრებმა სოფიის ღია ტურნირზე ტაეკვანდოში მესამე ადგილი დაიკავა

ტაეკვანდოში სოფიის ღია ტურნირზე თურქმა სპორტსმენებმა 4 ოქროს და 1 ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში გამართულ ღონისძიებაში, რომელიც 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიადაზე მონაწილეობისათვის ქულებს იძლევა, 43 ქვეყნიდან ათას 112 სპორტსმენი იღებდა მონაწილეობას.

ტურნირზე თურქეთის ეროვნულ ნაკრებს ჰათიჯე ქუბრა ილგინი, ნაფია ქუში, რუქიე ილდირიმი და ზელიჰა აღირსი წარმოადგენდნენ. ამასთანავე ტურნირში იქრა ქაირმა მონაწილეობა ანკარის ტრანსპორტის სპორტული კლუბის სახელით მიიღო.

ქალებს შორის 57 კილოგრამ წონით კატეგორიაში ჰათიჯე ქუბრა ილგინმა, 73 კილოგრამ წონით კატეგორიაში ნაფია ქუშმა, 49 კილოგრამ წონით კატეგორიაში რუქიე ილდირიმა და 62 კილოგრამი წონით კატეგორიაში იქრა ქაირმა ოქროს მედლები მოიპოვეს.  

53 კილოგრამ წონით კატეგორიაში ტატამზე გასულმა ზელიჰა აღრისმა კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

თურქეთის ეროვნულმა ნაკრებმა გენერალურ კლასიფიკაციაში ტუნისისა და ინგლისის შემდეგ მესამე ადგილი დაიკავა. ეროვნულმა ნაკრებმა მედლები სირიის აფრინის რეგიონში ტერორიზმთან მებრძოლ თურქ სამხედროებს მიუძღვნა.


საკვანძო სიტყვები: #ტაეკვანდო , #ღია ტურნირი

მსგავსი ინფორმაციები