შუმახერის რალლის ავტომობილი რეკორდულ ფასში გაიყიდა

მყიდველის ვინაობა უცნობია

849867
შუმახერის რალლის ავტომობილი რეკორდულ ფასში გაიყიდა

აშშ-ს ქალაქ ნიუ ორკის სოტბის აუქციონზე, ლეგენდარული პილოტის, მაიკლ შუმახერის ის ავტომობილი, რომლითაც მან 2001 წელს ფორმულა-1 მსოფლიო ჩემპიონატზე მონაკოს დიდი პრიზი მოიპოვა, რეკორდულ ფასში, 7 მილიონ 504 ათას დოლარად გაიყიდა.

აუქციონზე არ გამოაცხადეს მყიდველის ვინაობა. გაყიდული თანხის ერთი ნაწილი შუმახერის მიერ დაარსებულ  Keep Fighting-ის (ბრძოლას გავაგრძელებთ) ფონდს გადაეცემა.

როგორც ცნობილია გერმანელი პილოტი 2013 წლის 29 დეკემბერს საფრანგეთის ალპებში მძიმედ დაიჭრა და გრენობლეს საავადმყოფოში ოპერაცია გაუკეთდა.

2014 წლის სექტემბრის აქეთ მისი რეაბილიტაციის კურსი შვეიცარიაში არსებულ სახლში გრძელდება



მსგავსი ინფორმაციები