2018-ოლიმპიური თამაშების ჩირაღდანი გადაეცათ ს.კორეელებს

2018 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშები გაიმართება თებერვლის 9-25 რიცხვებს შორის

838709
2018-ოლიმპიური თამაშების ჩირაღდანი გადაეცათ ს.კორეელებს

2018 წლის, ზამთრის ოლიმპიური თამაშების ჩირაღდანი, რომელიც გასულ კვირას დაინთო საბერძნეთში, გადაეცა უფლებამოსილებს, ზამთრის ოლიმპიური თამაშების ორგანიზატორ სამხრეთ კორეის  ქალაქ ფხენჩანისკენ გადატანის მიზნით.

ჩირაღდანი, რომელმაც ერთი კვირის განმავლობაში, სახელმწიფოს მასშტაბით მოიარა 2.129 კმ-ი, პანათეაანის სტადიონზე, საზეიმოდ გადაეცა  სამხრეთ კორეის ოფიციალურ პირებს.

ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ფხენ ჩაგნ ლი ხიბიმ მოხსენებაში, აღნიშნა, რომ ისინი მზად არიან ოლიმპიისთვის, რომელიც გადაიქცევა მშვიდობის და ჰარმონიის სიმბოლოდ.

ჩირაღდანი, დღეიდან 101 დღის განმავლობაში, 2.018 კმ მანძილის მოვლით  ჩატანილ იქნება სამხრეთ კორეის ქალაქ ფხენჩანში, სადაც გაიმართება 2018 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშები, რომელიც გაიმართება 9-25 თებერვლის რიცხვებს შორის.



მსგავსი ინფორმაციები