ნახევარფინალისტების წილისყრა გაიმართა

ნახევარფინალური ეტაპის პირველი მატჩები 2-3 მაისს გაიმართება

718021
ნახევარფინალისტების წილისყრა გაიმართა

UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონის ნახევარფინალისტები შვეიცარიის ქალაქ ლიონში უეფას შტაბ-ბინაში გამართული წილისყრის შედეგად ცნობილი გახდნენ. მეტოქეები ასე დაწყვილდნენ:

მადრიდის რეალი (ესპანეთი) - მადრიდის ატლეტიკო (ესპანეთი).

მონაკო (საფრანგეთი) - იუვენტუსი (იტალია).

ნახევარფინალური ეტაპის პირველი მატჩები  2-3 მაისს გაიმართება, ხოლო საპასუხო  9-10 მაისს. მიმდინარე სეზონის UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის ფინალი კი 3 ივნისს უელსის დედაქალაქ კარდიფში გაიმართება.



მსგავსი ინფორმაციები