ბეშიქთაში მეოთხედფინალშია

UEFA-ს ევროლიგის მიმდინარე სეზონის მეოთხედფინალისტების წილისყრა დღეს შვეიცარიის ქალაქ ლიონში უეფას შტაბ-ბინაში გაიმართება

693302
ბეშიქთაში მეოთხედფინალშია

გუშინ, UEFA-ს ევროლიგის მიმდინარე სეზონის 1/8 ფინალური ეტაპის საპასუხო მატჩები გაიმართა. თურქეთის წარმომადგენელმა ბეშიქთაშმა საკუთარ სტადიონზე, საბერძნეთის ოლიმპიაკოსი 4-1 დაამარცხა და მეოთხედფინალში გავიდა. ბეშიქთაშ-ოლიმპიაკოსის მერვედფინალის პირველი მატჩი საბერძნეთში ფრედ 1-1 იყო დასრულებული. გუშინდელი შედეგით ბეშიქთაშმა 14 სეზონის შემდეგ მესამედ მოახერხა მეოთხედფინალში გასვლა. გუშინ გამართული ევროლიგის მატჩების შემდეგ მეოთხედფინალში ეს გუნდები გავიდნენ:

ბეშიქთაში (თურქეთი)

გენკი (ბელგია)

სელტა (ესპანეთი)

აიაქსი (ჰოლანდია)

ანდერლეხტი (ბელგია)

ლიონი (საფრანგეთი)

შალკე (გერმანია)

მანჩესტერი (ინგლისი)

UEFA-ს ევროლიგის მიმდინარე სეზონის მეოთხედფინალისტების წილისყრა დღეს შვეიცარიის ქალაქ ლიონში უეფას შტაბ-ბინაში გაიმართება.



მსგავსი ინფორმაციები