ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მატჩები იწყება

ნაპოლი-მადრიდის რეალის მატჩზე, FIFA-ს ლიცენზირებული თურქი მსაჯი ჯუნეით ჩაქირი იმსაჯებს

685436
ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მატჩები იწყება

UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის საპასუხო მატჩები ხვალ იწყება. ხვალინდელი მატჩებიდან ნაპოლი-მადრიდის რეალის მატჩზე, FIFA-ს ლიცენზირებული თურქი მსაჯი, ჯუნეით ჩაქირი იმსაჯებს. ჩაქირის გვერდითი და დამხმარე მსაჯები  ბაჰატტინ დურანი, თარიკ ონგუნი, ჰუსეინ გოჩექი და ბარიშ შიმშექი იქნებიან. UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის პირველ მატჩში მადრიდის რეალმა საკუთარ სტადიონზე, ნაპოლი 3-1 დაამარცხა. ხვალ სან პაოლო სტადიონზე გასამართი მატჩი თურქეთის დროით 22:45 წუთზე დაიწყება.



მსგავსი ინფორმაციები