ჩემპიონთა ლიგის მატჩები გრძელდება

სიტიმ მონაკო 5-3 დაამარცხა

677691
ჩემპიონთა ლიგის მატჩები გრძელდება

UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის პირველი მატჩები გრძელდება, რომლის ფარგლებშიც გუშინ ორი მატჩი გაიმართა. გერმანიის ლევერკუზენის ბაიერნმა ესპანეთის მადრიდის ატლეტიკოს უმასპინძლა და მატჩი 4-2 ატლეტიკოს გამარჯვებით დასრულდა. ასევე გუშინდელი მატჩებიდან ინგლისის სიტიმ საკუთარ სტადიონზე საფრანგეთის  მონაკოს უმასპინძლა და იგი 5-3 დაამარცხა. დღეს ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის პირველი მატჩებიდან კიდევ ორი შეხვედრა გაიმართება. პორტუგალიის პორტო იტალიის იუვენტუსს, ხოლო ესპანეთის სევილია ინგლისის ლესტერ სიტის უმასპინძლებს. მატჩები თურქეთის დროით 22:45 დაიწყება.



მსგავსი ინფორმაციები