ევროპის ზამთრის ოლიმპიურ ფესტივალი ერზურუმში დაიწყო

EYOF-ში 34 ქვეყნიდან 650 სპორტსმენი იღებს მონაწილეობას

671511
ევროპის ზამთრის ოლიმპიურ ფესტივალი ერზურუმში დაიწყო
eyof 2017-5.jpg
eyof 2017-4.jpg
eyof 2017-3.jpg
eyof 2017-2.jpg
eyof 2017-1.jpg

თურქეთის მასპინძლობით გასამართი 2017 წლის ევროპის ზამთრის ოლიმპიური ფესტივალი EYOF-ი გუშინ ერზურუმში, შესანიშნავი გახსნის ცერემონიალით დაიწყო. EYOF-ში 34 ქვეყნიდან 650 სპორტსმენი იღებს მონაწილეობას. ფესტივალში მონაწილე ქვეყნები გახსნის ცერემონიაზე საკუთარი ქვეყნის დროშებით გამოვიდნენ. მას თურქეთის მთავრობის სახელით ახალგაზრდობისა და სპორტის საქმეთა მინისტრი აქიფ ჩაღათაი ქილიჩიც ესწრებოდა. მან სიტყვით გამოსვლისას განაცხადა: „მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსულები აქ გვერდიგვერდ დგანან. ისინი ცისარტყელას მსგავსად ჩვენ გულებს იმედს ჰფენენ. საზოგადოების სხვადასხვა ფენის წარმომადგენლები საერთო ღირებულებებისთვის გაერთიანდნენ. ჩემის აზრით, მათი მთავარი მიზნის განსახორციელებლად მსგავსი სპორტული ღონისძიებების გამართვა საკმარისია. მათი გაერთიანება, სიკეთისთვის ერთად დგომა და მსგავსი ქცევები ტერორის მთავარი დამმარცხებელი ფაქტორია.“ მინისტრმა ასევე  მონაწილე სპორტსმენებს წარმატება უსურვა.  EYOF-ის გახსნის ცერემონიალის დროს ასევე სხვადასხვა კულტურული ღონისძიებებიც გაიმართა. ევროპის ზამთრის ოლიმპიური ფესტივალი გუშინ დაიწყო და 18 თებერვლამდე გაგრძელდება.



მსგავსი ინფორმაციები