კალათბურთის ევროპის ლიგა

დარუშაფაკა დოღუში თურქეთის ავიახაზების თასზე კალათბურთში ევროპის ლიგის 12-ე კვირის მატჩში ესპანეთის მადრიდის რეალს შეხვდება

631335
კალათბურთის ევროპის ლიგა

დარუშაფაკა დოღუში თურქეთის ავიახაზების თასზე კალათბურთში ევროპის ლიგის 12-ე კვირის მატჩში ესპანეთის მადრიდის რეალს შეხვდება.

ლიგის გავლილ 11 კვირაში დარუშაფაკა დოღუშმა ექვსი მარცხი განიცადა და ხუთი გამარჯვება მოიპოვა.

მადრიდის რეალის ანგარიშზე კი ლიგაში 8 გამარჯვება და 3 მარცხია.  

დარუშაფაკა დოღუშისა და მადრიდის რეალის შეხვედრა სტამბოლის ფოლკსვაგენის არენაზე 20.00 საათზე დაიწყება.

კალათბურთის გუნდი ანადოლუ ეფესი კი თურქეთის ავიახაზების თასზე ევროპის ლიგის მეთორმეტე კვირაში გასვლით მატჩში გერმანიის წარმომადგენელს ბამბერგის ბროზეს შეხვდება.

ქალაქ ნიურნბერგში ბროზე არენაზე თურქეთის დროით 22.45 საათზე დასაწყები შეხვედრის ტრანსლირება LigTV 3 და TRT Spor-ის ეკრანებზე მოხდება.

ანადოლუ ეფესმა ბოლო სამ შეხვედრაში სერბეთის ქიზილილდიზ MTS, ისრაელის მაკაბი ფოქსი და ესპანეთის ბარსელონა ლასა დაამარცხა.

ლიგის განვლილ მატჩებში ანადოლუ ეფესი 6 გამარჯვებითა და 5 მარცხით მეშვიდე ადგილზეა, ბამბერგის ბროზე 3 გამარჯევბითა და 8 მარცხით კი მე-14 ადგილს იკავებს.


საკვანძო სიტყვები: #კალათბურთი , #ევროპის ლიგა

მსგავსი ინფორმაციები