არწივები ევროპის არენაზე

ბეშიქტაში, UEFA-ს ჩემპიონატთა ლიგის  B ჯგუფში, ამ საღამოს, გასვლით ტურში, დაუპირისპირდება პორტუგალიის ბენიფიკას გუნდს

570308
არწივები ევროპის არენაზე
Beşiktaş-Benfica maçı2.jpg
Beşiktaş-Benfica maçı.jpg

 არწივები ევროპის არენაზე მორიგ შეხვედრას ჩაატარებენ 

ბეშიქტაში, UEFA-ს ჩემპიონატთა ლიგის  B ჯგუფში, ამ საღამოს, გასვლით ტურში, დაუპირისპირდება პორტუგალიის ბენიფიკას გუნდს. თამაში გაიმართება პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონის ესტადიო დალუზის სტადიონზე, თურქეთის დროით 21:45 წუთზე. მატჩი, ცოცხალი ეთერით ტრანსლირებულ იქნება TRT 1 არხით. მსაჯობას გაუწევს სერბი მილორად მაზიჩი.

დამატებითი მსაჯი იქნებიან დანილო გრუზიჩი და ნენად ჯოკიჩი. ბეშიქთაშის მსგავსად, სიმბოლოდ არწივის გამომყენებელი ბენიფიკა, ამ საღამოს შეხვედრისთვის ჟესტის აღმნიშვნელად ორ არწივს  ააფრენს.

ბენიფიკა-ბეშიქტაშის მატჩი, თურქეთის წარმომადგენლისთვის იქნება ევროპის პრიზისთვის გათამაშებული 185-ე მატჩი.

ბეშიქტაშს, აქამდე გათამაშებული 184 მატჩიდან მოგებული აქვს 68, ფრედ დაასრულა 37, ხოლო წააგო 79. ბეშიქტაშის ამ საღამომდელ მეტოქე ბენიფიკას პორტუგალიის პრემიერ ლიგის 4 მაჩში აქვს სამი მოგება, ერთი ფრე და 10 ქულით მე-3-ე ადგილზეა.

 



მსგავსი ინფორმაციები