პრეზიდენტის სახელობის ველოტური გრძელდება
დღეს მეორე ეტაპი დაიწყო

თურქეთის პრეზიდენტის სახელობის 52-ე ველოტურში მეორე ეტაპს სტარტი დღეს მიეცა და ამით 8 ტურიდან დღეს მეორე ტური დასრულდება, რომელმაც სტარტი კაპადოკიის ქალაქ ფაშაბახჩედან აიღო და 154 კმ მანძილი კაპადოკიის ქალაქ უჩჰისარში დასრულდება.
მეორე ტურში პირველის მსგავსად მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან 115 სპორტსმენი იღებს მონაწილეობას. ისინი ხვალ აქსარაი-კონიის, ზეგ კი სეიდიშეჰირ-ალანიის ეტაპს გაივლიან და საკურორტო ქალაქ ალანიიდან დასავლეთისკენ მოუხვევენ რა, მომდევნო სამი ეტაპის დროს ხმელთაშუაზღვის სანაპიროებს გაუყვებიან და ბოლო, მერვე ეტაპი მარმარისი-სელჩუკის მარშრუტით დასრულდება.
ეს ველოტური საერთაშორისო ველოსიპედისტთა კავშირის (UCI) კალენდარში მეორე, HC კატეგორიაში შედის და ყოველწლიურად აპრილის მეორე ნახევარში იმართება
მსგავსი ინფორმაციები

2024 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მატჩები იწყება
2024 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მატჩები იწყება

თურქმა მოჭიდავეებმა 1 ვერცხლის და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს
თურქმა მოჭიდავეებმა 1 ვერცხლის და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს