ფენერბახჩელ კალათბურთელებს გასვლითი მატჩი აქვთ მადრიდში

მოგების შემთხვევაში ოთხეულის ფინალში ითამაშებენ

473875
ფენერბახჩელ კალათბურთელებს გასვლითი მატჩი აქვთ მადრიდში

სტამბოლის საკალათბურთო კლუბ ფენერბახჩეს დღეს საღამოს გასვლითი თამაში აქვს მადრიდის რეალთან და თუ მას დაამარცხებს, მაშინ, საერთო ანგარიშში 3:0 დაამარცხებს ესპანურ კლუბს და ევროლიგის ჩემპიონთა თასის ოთხთა ფინალში თამაშის უფლებას მოიპოვებს. მატჩი თურქეთის დროით 21:45 საათზე მადრიდის Barclaycard Center-ში დაიწყება. ამ კლუბებს შორის პირველი 2 მატჩი სტამბოლში გაიმართა და ორივე მატჩი ფენერელებმა ანგარიშით 75:69 და 100:78 მოიგეს. თუ დღევანდელ მატჩს რეალი მოიგებს, მაშინ, მათ შორის 21 აპრილს მეოთხე თამაში გაიმართება და თუ კვლავ რეალი მოიგებს, მაშინ, 26 აპრილს სტამბოლში მე-5 მატჩი გაიმართება და მოგებული გავა ევროლიგის ოთხეულთა ფინალში



მსგავსი ინფორმაციები