ერდოღანი სტადიონის „ვოდაფონ არენას“ გახსნის ცერემონიას დაესწრო

თურქეთის პრეზიდენტი რ. თ. ერდოღანი სტამბოლში ბეშიქთაშის გიმნასტიკური კლუბის მიერ აგებული სტადიონის „ვოდაფონ არენას“ გახსნის ცერემონიას დაესწრო

468472
ერდოღანი  სტადიონის „ვოდაფონ არენას“ გახსნის ცერემონიას დაესწრო

თურქეთის პრეზიდენტი რ. თ. ერდოღანი სტამბოლში ბეშიქთაშის გიმნასტიკური კლუბის მიერ აგებული სტადიონის „ვოდაფონ არენას“ გახსნის ცერემონიას დაესწრო.

ღონისძიებაში მონაწილე რ. თ. რდოღანმა აღნიშნა, რომ სხვადასხვა ქალაქებში 14 სტადიონის მშენებლობა გრძელდება, ხოლო 9 სტადიონის მშენებლობის ტექნიკური სამუშაოები მიმდინარეობს და მათი მშენებლობაც მალე დაიწყება.

პრეზიდენტის თქმით, თურქეთში ლიცენზირებულ სპორტსმენთა რაოდენობა 278 ათასიდან 6 მილიონ 225 ათასამდე, კლუბებისა კი 6 ათასიდან 14 ათასამდე გაიზარდა.

ერდოღანმა ასევე დასძინა, რომ ოლიმპიადებისათვის სპორტსმენთა მომზადებისა და ინფრასტრუქტურის მშენებლობის საკითხზე სერიოზულ წინსვლას მიაღწიეს, ერზურუმიდან ანტალიამდე და ტრაპიზონიდან მერსინამდე მრავალ ქალაქში საერთაშორისო სპორტული შეჯიბრებების საკითხშიო მნიშვნელოვანი გამოცდილება შეიძინეს და მრავალ ქალაქში სპორტული ბაზები ააგეს.


საკვანძო სიტყვები: #სტადიონი , #ერდოღანი

მსგავსი ინფორმაციები