FİFA-ს მსოფლიო კლასიფიკაციაში თურქეთი მე-20 ადგილზეა

FİFA-ს მსოფლიო კლასიფიკაციაში თურქეთი მე-20 ადგილზეა

427971
FİFA-ს მსოფლიო კლასიფიკაციაში თურქეთი მე-20 ადგილზეა

თურქეთის ფეხბურთის ეროვნულმა ნაკრებმა ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციათა კავშირის FİFA-ს მსოფლიო კლასიფიკაციაში ერთი საფეხურით წინა გადაიწია და მეოცე ადგილზე გადაინაცვლა.

FİFA-ს ინტერნეტ გვერდზე გამოქვეყნებული თებერვლის მსოფლიო კლასიფიკაციის მიხედვით, 2015 წლის ნოემბერში თავის ისტორიაში პირველად კლასიფიკაციის სათავეში მოქცეულმა ბელგიამ ადგილი შეინარჩუნა.

პირველ ათეულში წინა თვის მონაცემებში ცვლილება არ მომხდარა და ბელგიას არგენტინა და ესპანეთი მოჰყვებიან.

უნგრეთმა კი, რომელიც 1972 წლის შემდეგ პირველად იასპარეზებს ფეხბურთის ევროპის ჩემპიონატში, ერთი საფეხურით წინ გადაიწია, მე-19 ადგილზე გადაინაცვლა რაც საუკეთესო შედეგია მის ისტორიაში.

2015 წლის დეკემბრის კლასიფიკაციაში, ბოლო 12 თვის მთლიანი 329 ქულით თურქეთის ნაკრები „წლის საუკეთესო გასვლის მქონე“ ნაკრებად დასახელდა.

კლასიფიკაციაში ესპანეთმა, რომელსაც თურქეთის ნაკრები 2016 წლის ევროპის ფეხბურთის ჩემპიონატზე შეხვდება, მესამე, ხორვატიამ მე-18 და ჩეხეთმა კი 25-ე ადგილები დაიკავეს.



მსგავსი ინფორმაციები