ბაქოში პირველი ევროპული თამაშები გრძელდება

ბაქოში პირველი ევროპული თამაშები გრძელდება

304804
ბაქოში პირველი ევროპული თამაშები გრძელდება

აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე პირველი ევროპული თამაშების მესამე დღეს კარატეში, კუმიტეში 84 კილოგრამ წონით კატეგორიაში თურქმა სპორტსმენმა ენეს ერქანმა ერთადერთი ოქროს მედალი მოიპოვა. 68 კილოგრამ წონით კატეგორიაში კი მელთემ ჰოჯაოღლუ ვერცხლის მედალს დასჯერდა.

ბერძნულ რომაული სტილით ჭიდაობაში 130 კილოგრამ წონით კატეგორიაში რიზა ქაიაალპმა ოქროს მედალი მოიგო.

85 კილოგრამ წონით კატეგორიაში კი მეთეჰან ბაშარმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

სინქრონულ ცურვაში თურქეთის ეროვნულმა ნაკრებმა 4 დისციპლინაში ფინალში გასვლა მოახერხა.

ფრენბურთში კი თურქეთის მამაკაცთა ნაკრებმა სერბეთი 3-1 დაამარცხა.

პრეზიდენტმა ერდოღანმა ოქროს მედლის მფლობელ სპორსტსმენებს მისალოცი ტელეგრაფი გაუგზავნა.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები