კალათბურთში ევროპის ლიგის Top 16

კალათბურთში ევროპის ლიგის Top 16

233090
კალათბურთში ევროპის ლიგის Top 16

კალათბურთში ევროპის ლიგის ფ ჯგუფში ორი თურქული კლუბი ერთმანეთს შეხვდა და მეთოთხმეტე ანუ ბოლო კვირის მატჩში ფენერბაჰჩე ულკერმა ანადოლუ ეფესი 83-72 დაამარცხა.

ამ შედეგით ჯგუფში ფენერბაჰჩე ულკერმა მეორე ადგილი დაიკავა და პლეი ოფში გადავიდა, სადაც მისი მეტოქე ისრაელის მაკაბი ელექტრა იქნება.

ჯგუფის მეორე კრიტიკულ შეხვედრაში უნიკახა მალაგამ ლაბორალ კუთხა 93-84 დაამარცხა, რითაც ანადოლუ ეფესმა 6 გამარჯვებით და 8 მარცხით ჯგუფში ასპარეზობა მეოთხე ადგილზე დაასრულა და პლეი ოფში გადავიდა.

პლეი ოფში ანადოლუ ეფესის მეტოქის ვინაობა ტოპ 16-ში დღეს გასამართი მატჩების შედეგების მიხედვით გახდება ცნობილი.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები