მძლეოსნობის დახურული ჩემპიონატი პრაღაში

3000 მეტრზე რბოლაში თურქმა ათლეტმა გაიმარჯვა

253331
მძლეოსნობის დახურული ჩემპიონატი პრაღაში

პრაღაში მიმდინარე ევროპის მძლეოსნობის 33-ე დახურულ ჩემპიონატზე მამაკაცებს შორის 3 ათას მეტრზე რბოლაში თურქი ათლეტი ალი ქაია ჩემპიონი გახდა.

ჩეხეთის რესპუბლიკის დედაქალაქ პრაღაში ევროპის 33-ე მძლეოსნობის დახურული ჩემპიონატი გაიმართა, სადაც ქაია 7:38.42 მაჩვენებლით პირველ ადგილზე გავიდა და ჩემპიონი გახდა.

წინა ჩემპიონატის რეკორდი კი 7:40.17 წარმოშობით სომალელ ინგლისელ მო ფარას ეკუთვნოდა. ამ კატეგორიაში მეორე ადგილზე ინგლისელი ლი ემანუელი, ხოლო მესამე ადგილზე ნორვეგიელი ჰენრიკე ინგებრიგსენი გავიდა.

ჩემპიონატის კიდევ ერთი თურქი სპორტსმენი ილჰან თანუი ოზბილენი 1500 მეტრზე დღეს იასპარეზებს.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები