ბეშიქთაშმა ლივერპული დაამარცხა

ბეშიქთაში მეთექვსმეტედფინალში გავიდა

239717
ბეშიქთაშმა ლივერპული დაამარცხა

გუშინ უეფას თასზე მეორე ტურის მეორე საპასუხო მატჩები გაიმართა. სტამბოლის ბეშიქთაშმა ათათურქის სახელობის სტადიონზე ინგლისის მრისხანე კლუბს ლივერპულს უმასპინძლა, რომელთანაც პირველ მატჩში 1:0 დამარცხება ჰქონდა განცდილი, მაგრამ თურქმა ფეხბურთელებმა გუშინ მშვენიერი და ორგანიზებული თამაში აჩვენეს და 1:0 დაამარცხეს მეტოქე.

ასევე ფრედ დასრულდა დამატებითი დროც და პენალტების სერიით კი 5:4 გაიმარჯვეს რა, მომდევნო ეტაპზე, მეთექვსმეტედფინალში გასვლის უფლება მოიპოვეს. ბეშიქთაშის მეტოქე დღეს მიონში ჩატარებულ კენჭისყრაზე გამოვლინდება.

თურქეთის მეორე წარმომადგენელი ტრაპიზონის ტრაბზონსპორი კი 1:0 დამარცხდა იტალიის ნაპოლისთან და იმის გამო, რომ პირველ მატჩშიც თავის სტადიონზე 4:0 იყო დამარცხებული, ამიტომაც გამოეთიშა უეფას თასზე ბრძოლას. 


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები