ლიონელ მესსიმ მიაღწია კარიერის 253-ე გოლს

შევიდა უეფას ჩემპიონთა ლიგაში ყველაზე მეტი გოლის მფლობელ ფეხბურთელად.

206278
ლიონელ მესსიმ მიაღწია კარიერის 253-ე გოლს

ბარსელონას ფეხბურთის ვარსკვლავმა ლიონელ მესსიმ, ესპანეთის ფეხბურთის ლიგაში (La Liga) მიაღწია თავის კარიერის 253-ე გოლს და გაუსწრო რა თელმო ზარრას, ისტორიაში შევიდა უეფას ჩემპიონთა ლიგაში ყველაზე მეტი გოლის მფლობელ ფეხბურთელად.
გუშინ ღამით გათამაშებულ უეფას ჩემპიონთა ლიგის ფ ჯგუფში, ბარსელონამ, გასვლით ტირში, 4-0 მოუგო Apoel-ს. არგენტინელმა ვარსკვლავმა მესსიმ გოლების რაოდენობა აიყვანა 74-დე და ლიგის ისტორიის ყველაზე ძლიერი მოთამაშე გახდა.
ადრინდელი რეკორცმენი 71 გოლით იყო ესპანელი ფეხბურთელი რაულ გონზალესი.
მაშინ, როცა მესსიმ ჩემპიონატთა ლიგის 91 მატჩში გაიტანა 73 გოლი, რაულ გონზალესმა, 142 მატჩში მიაღწია ამ მაჩვენებელს.
ამავე დროს რეალ მადრიდის პორტუგალიელი თავდამსხმელის კრისტიანო რონალდოს გოლების რაოდენობა 70-ია. თუ იგი ამ საღამოს გასვლით ტურში, ბასელთან გათამაშებულ მატჩში გაიტანს 4 ანდა მეტ გოლს, გაუსწრებს მესსის.
 


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები