ქალთა ფრენბურთის ეროვნული ნაკრების წარმატება

სამი მოგებით, შვიდი ქულით და ბურთების სხვაობით, შესძლო პირველ ადგილზე გასვლა

79092
ქალთა ფრენბურთის ეროვნული ნაკრების წარმატება

გრან-პრის მონაწილე ქალთა ფრენბურთის ეროვნული ნაკრები, რომელიც შეხვდა თავის ყველაზე ძლიერ მეტოქეს რუსეთის ნაკრებს, 3-2 მოიგო და ქულების რაოდენობა შვიდამდე გაზარდა. ტურნირი ჩატარდა გუშინ, თურქეთის დროით 19.00 საათზე, ანკარის ვაკიფ ბანკის სპორტულ დარბაზში. თურქეთის ნაკრებმა ჯერ მოუგო აშშ-ის და იაპონიის ნაკრებ გუნდებს, შემდეგ შეხვდა რუსეთის გუნდს, რომელთანაც თამაში დასრულდა შემდეგი ანგარიშით: 25-23, 29-27, 14-25, 18-25 და 15-10-ი. ამით მათ მოიპოვეს გამარჯვება.
თურქეთის ქალთა ფრენბურთის ეროვნულმა ნაკრებმა, სამი მოგებით, შვიდი ქულით და ბურთების სხვაობით, შესძლო პირველ ადგილზე გასვლა.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები