მსოფლიო ჩემპიონატი გრძელდება

პორტუგალიაც გამოეთიშა ჩემპიონატს

108647
მსოფლიო ჩემპიონატი გრძელდება



ბრაზილიაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ფეხბურთში გუშინ კიდევ 4 მატჩი გათამაშდა.

ყველაზე დიდ ინტერესს გ ჯგუფში გერმანია-აშშ-ს მატჩი იწვევდა და ეს მეტად დაძაბული მატჩი ანგარიშით 1:0 მოიგო გერმანიამ, ამავე ჯგუფის მეორე წყვილში მართალია პორტუგალიამ ანგარიშით 2:1 სძლია განის ნაკრებს, მაგრამ, ამ ორი გუნდიდან ვერც ერთი ვერ გავიდა მომდევნო ტურში და გერმანიასთან ერთად ეს უფლება მასთან წაგების მიუხედავად ამერიკამ მიიღო.

თ ჯგუფში თამაშები ასე დასრულდა: ბელგიამ 1:0 დაამარცხა სამხრეთ კორეა და 9 ქულით გავიდა რა მომდევნო ტურში, მეორე საგზური კი ალჟირს ხვდა, რომელმაც 1:1 დაასრულა რუსეთთან და 4 ქულით გავიდა მეორე ტურში, სადაც მისი მეტოქე გერმანია იქნება, ხოლო ბელგია კი აშშ-ს შეხვდება


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები