მსოფლიო ჩემპიონატი 2014

ინგლისმა კვლავ წააგო

101011
მსოფლიო ჩემპიონატი 2014



ბრაზილიაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ფეხბურთში გუშინ კიდევ სამი მატჩი გათამაშდა.

ყველაზე დიდ ინტერესს დ ჯგუფში ურუგვაი-ინგლისის მატჩი იწვევდა და ეს მეტად დაძაბული მატჩი ანგარიშით 2:1 მოიგო რა ურუგვაიმ, ჯგუფიდან გასვლის შანსი მოემატა, ხოლო დამარცხებული ინგლისის ნაკრებს კი შეუმცირდა.

გ ჯგუფში კოლუმბიამ 2:1 დაამარცხა სპილოს ძვლის ნაკრები და ფაქტიურად გაინაღდა მომდევნო ეტაპზე გასვლა, ხოლო ამავე ჯგუფში მოთამაშე იაპონია-საბერძნეთი 0:0 დაზავდნენ.

დღეს კიდევ სამი მატჩი გაიმართება. დ ჯგუფში იტალია-კოსტა-რიკას შეხვდება და თამაში თურქეთის დროით 19:00 საათზე დაიწყება, ე ჯგუფში კი შვეიცარია-საფრანგეთი და ჰონდურასი და ეკვადორი შეხვდებიან


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები