ილჰამ ალიევი დღეს სამუშაო ვიზიტით თურქეთს ეწვევა

ილჰამ ალიევი დღეს სამუშაო ვიზიტით თურქეთს ეწვევა

2150655
ილჰამ ალიევი დღეს სამუშაო ვიზიტით თურქეთს ეწვევა

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის მიწვევით დღეს სამუშაო ვიზიტით თურქეთს ეწვევა.

ვიზიტთან დაკავშირებით პრეზიდენტის კომუნიკაციების დეპარტამენტმა განცხადება გააკეთა, რომელშიც ნათქვამია: „ანკარაში გამართული მოლაპარაკებების დროს თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობები კიდევ ერთხელ დეტალურად განიხილება. ასევე, განიხილება ზომები, რომლებიც შეიძლება გადაიდგას თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებისთვის. შეხვედრების დროს ასევე, რეგიონალური და გლობალური საკითხებიც იქნება განხილული“.



მსგავსი ინფორმაციები