ირანში გასამართი საპრეზიდენტო არჩევნების თარიღი ცნობილი გახდა

ირანში გასამართი საპრეზიდენტო არჩევნების თარიღი ცნობილი გახდა

2142104
ირანში გასამართი საპრეზიდენტო არჩევნების თარიღი ცნობილი გახდა

ირანში საპრეზიდენტო არჩევნები 28 ივნისს გაიმართება. ირანის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა მოჰამად მოხბერიმ, რომელიც უკვე ექს-პრეზიდენტის იბრაჰიმ რაისის ნაცვლად დაინიშნა დროებით პრეზიდენტად, გამოაცხადა, რომ ქვეყანაში საპრეზიდენტო არჩევნები 28 ივნისს გაიმართება.

მისივე თქმით, საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატობის მსურველებმა 30 მაისიდან 3 ივნისის ჩათვლით უნდა შეიტანონ საჭირო განაცხადები.

საარჩევნო პროპაგანდა კი 12 ივნისიდან 27 ივნისამდე გაგრძელდება.

შეგახსენებთ, ვერტმფრენი, რომელშიც ირანის პრეზიდენტი იბრაჰიმ რაისი და საგარეო საქმეთა მინისტრი ჰოსეინ ამირ აბდოლაჰიანი იმყოფებოდნენ, ჩამოვარდა. უბედური შემთხვევის შედეგად, ვერტმფრენში მყოფი ყველა პირი, მათ შორის პრეზიდენტი რაისი და საგარეო საქმეთა მინისტრი ამირ აბდოლაჰიანი დაიღუპნენ.



მსგავსი ინფორმაციები