ნეთანიაჰუ-სალივანის შეხვედრა

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველს ჯეიკ სალივანს შეხვდა

2141669
ნეთანიაჰუ-სალივანის შეხვედრა

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველს ჯეიკ სალივანს შეხვდა.

ისრაელის სახელმწიფო ტელევიზია KAN-ის ინფორმაციით, ნეთანიაჰუ სალივანს შეხვდა დასავლეთ იერუსალიმში მდებარე პრემიერ-მინისტრის ოფისში.

შეხვედრის შინაარსის შესახებ დეტალები არ გავრცელებულა.

თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების კომუნიკაციების მრჩეველმა ჯონ კირბიმ 17 მაისს თავის განცხადებაში აღნიშნა, რომ სალივანი კოლეგებთან ერთად განიხილავს უახლეს სიტუაციას ღაზაში და ცეცხლის შეწყვეტის პროცესს.

რეგიონში ვიზიტის ფარგლებში, სალივანი ჯერ საუდის არაბეთში გაემგზავრა და განიხილა "ცეცხლის შეწყვეტის აუცილებლობა ღაზაში განვითარებული მოვლენების ფარგლებში და რეგიონში ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება", ხოლო შემდეგ კი ისრაელში გადავიდა.


საკვანძო სიტყვები: #ისრაელი , #აშშ

მსგავსი ინფორმაციები