ისრაელმა სირიაში ირანის საკონსულოზე თავდასხმა განახორციელა

დაიღუპნენ ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის წევრები

2123407
ისრაელმა სირიაში ირანის საკონსულოზე თავდასხმა განახორციელა

ირანის რევოლუციურ გუშაგთა კორპუსმა განაცხადა, რომ დამასკოში მათ დიპლომატიურ მისიაზე „ისრაელის“ თავდასხმის შედეგად დაიღუპა 7 ადამიანი, მათ შორის 2 გენერალი.

დამასკოში ირანის საკონსულოს შენობაზე თავდასხმასთან დაკავშირებით რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა წერილობითი განცხადება გამოაქვეყნა.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ისრაელმა, დამასკოში ირანის საელჩოს კამპუსში საკონსულოს შენობაზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც 2 გუშაგთა კორპუსის გენერალი და 5 ოფიციალური პირი დაიღუპა.

თავის მხრივ, ირანის ელჩმა დამასკოში, ჰუსეინ აკბარიმ განაცხადა, რომ ისრაელმა, დამასკოში ირანის საკონსულოზე F-35 საბრძოლო თვითმფრინავებიდან, 6 რაკეტა გაუშვა.

მეორეს მხრივ, აკბარიმ განაცხადა, რომ მისი ქვეყანა „სწრაფად, პირდაპირ და მტკიცედ“ უპასუხებს ისრაელის თავდასხმას.



მსგავსი ინფორმაციები