ბოლო ერთი კვირის განმავლობაში 38 ტერორისტი იქნა ლიკვიდირებული

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში 38 ტერორისტი იქნა ლიკვიდირებული

2121575
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში 38 ტერორისტი იქნა ლიკვიდირებული

თურქეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს ყოველკვირეული პრესსაინფორმაციო შეხვედრა გაიმართა, რომელზეც მიმდინარე ანტიტერორისტული ოპერაციების შესახებ ბოლო მონაცემები იქნა გაჟღერებული.

სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ შეიარაღებული ძალების უწყვეტი და მტკიცე ბრძოლა ყველა სახის საფრთხის წინააღმდეგ, განსაკუთრებით PKK/KCK/PYD-YPG-ს, დაეში-ს და FETÖ-ს ტერორისტული ორგანიზაციების წინააღმდეგ გრძელდება.

ამავე ინფორმაციით, ერაყსა და სირიაში წარმოებული ანტიტერორისტული ოპერაციების შედეგად მიმდინარე წლის დასაწყისიდან დღემდე, 646 ტერორისტი იქნა განეიტრალებული, რაც შეეხება ბოლო ერთ კვირას, 38 ტერორისტი იქნა ლიკვიდირებული.

თავის მხრივ, მიმდინარე კვირაში PKK-ს კიდევ ერთი წევრი ჩაბარდა სამართალდამცველებს.

 



მსგავსი ინფორმაციები