თავდასხმა სირიაში ამერიკულ ბაზაზე
თავდასხმა სირიაში ამერიკულ ბაზაზე
![თავდასხმა სირიაში ამერიკულ ბაზაზე](http://cdn.trt.net.tr/images/xlarge/rectangle/fee2/43d8/6630/65322f9dcd515.jpg?time=1722045354)
სირიის დეირ ეზ-ზორის პროვინციაში ირანის მიერ მხარდაჭერილმა დაჯგუფებებმა სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს ბაზაზე, სადაც ამერიკის შეერთებული შტატების არმია არის განლაგებული.
ადგილობრივი წყაროებიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, მდინარე ევფრატის დასავლეთ სანაპიროზე, დეირ-ეზ-ზორში მყოფი ირანის მიერ მხარდაჭერილი ჯგუფები რაკეტებით თავს დაესხნენ კონიკოს გაზის ბაზას, სადაც აშშ-ის ძალები არიან განლაგებული.
მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ არ გავრცელებულა და აშშ-ს ჯერ არ გაუკეთებია განცხადება თავდასხმასთან დაკავშირებით.
აშშ-ს არმიის ბაზები ჰასაკაჰსა და დერირ ეზ-ზორში წლის დასაწყისიდან ხშირად ხდება გაურკვეველი წარმოშობის რაკეტების და კამიკაძე უპილოტო საფრენი აპარატები სამიზნე.
დეირ ეზ-ზორის მიწები მდინარე ევფრატის აღმოსავლეთით ოკუპირებულია აშშ-ს მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტული ტერორისტული ორგანიზაცია PKK/YPG-ის მიერ, ხოლო პროვინციის ცენტრი და სხვა სოფლები ბაშარ ასადის რეჟიმისა და ირანის მიერ მხარდაჭერილი ჯგუფების კონტროლის ქვეშაა.
მსგავსი ინფორმაციები
![საბერძნეთში ამინდის პირობების გამო საგანგაშო მდგომარეობაა გამოცხადებული](http://cdn.trt.net.tr/images/medium/rectangle/5a37/3b8b/9747/66a0ae6cee557.jpg?time=1722045354)
საბერძნეთში ამინდის პირობების გამო საგანგაშო მდგომარეობაა გამოცხადებული
საბერძნეთში ამინდის პირობების გამო საგანგაშო მდგომარეობაა გამოცხადებული
![ერაყის მთავრობის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება PKK-სთან დაკავშირებით](http://cdn.trt.net.tr/images/medium/rectangle/f96e/4fea/3eda/669f98b3591f8.jpg?time=1722045354)
ერაყის მთავრობის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება PKK-სთან დაკავშირებით
ერაყის მთავრობის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება PKK-სთან დაკავშირებით